ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს
სამუშაო ვიზიტით მივემგზავრები იმერეთის რეგიონში სამტრედიის
მუნიციპალიტეტის სოფლებში: საჯავახო (11:00 საათზე), გამოჩინებული (12:30
საათზე), ოფეთი (14:00 საათზე) და გომი (15:30 საათზე). ასევე ხონის
მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტში.
მივნილების
მიზანი გახლავთ: ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამედიცინო პერსონალთან
შეხვედრა სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევების
გამოვლენისათვის. ასევე აკად.
ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
მზაობის შეფასება ბედიანიდან გადმოსაყვანი პაციენტების მისაღებად.
აღნიშნული
მიმართულებით ჩემს გადაადგილებას უზრუნველყოფს სამინისტროს
ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული (მძღოლი) იოსებ ორბელაძე (ავტომანქანა TOYOTA CAMRY სახელმწიფო ნომრით BB577VV ).
გთხოვთ,
დაავალოთ შესაბამის სამსახურს დღიური ხარჯის ანაზღაურება, მგზავრობისათვის
საჭირო საწვავით უზრუნველყოფა და ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული
პროცედურების წარმოება.
პატივისცემით,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

თამარ გაბუნია